1 აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. რეზერვის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობას „ფარსად“ და ბოკერიას პარტიასთან „ძალიან დიდ გარიგებად“ აფასებს და აცხადებს, რომ ვინც ამ ფარსში მონაწილეობას დათანხმდება, „უთავმოყვარეო ადამიანი“ იქნება.
ციხე-ქალაქ კვეტერაზე უძველესი ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კვეტერაობა“ გაიმართა. ღონისძიება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტს გამჭირვალობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მარგველაშვილი ვალდებულია, თავის ქვეყანას გააცნოს მის მიერ გაღებული ხარჯები. მანვე დაამატა, რომ ის ფაქტი, რომ ქვეყანას მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, გულს არ სწყვეტს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე კითხვით მიმართა და პასუხების მალევე გაცემისკენ მოუწოდა.
ბაჩუკი ქარდავა თვლის, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 5 ნომრით უნდა იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ქარდავას თქმით, სხვა ნომრებისგან განსხვავებით 5-ს უკეთესი რესურსი და დივიდენდი გააჩნია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს დროულად დაასახელოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, რათა „ჩვენმა მეგობრებმა ევროპიდან და ამერიკიდან დროულად გაიგონ როდის იქნება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები“.
პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ჯერ არ შეთანხმებულა თუ რა ნომრით იქნება წარმოდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ამ თემაზე პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა. ჩარკვიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძისთვის უკეთესი იქნება თუ პირველი ნომრით იქნება წარმოდგენილი, რადგან პარტიებს არ აძლევს ხალხი ხმას და ვისაც შიშები ჰქონდა მათაც გაუქრებათ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საქმის გაჭიანურება იმას ემსახურება, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო დღეები ბოლომდე ამოწუროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.