ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში, გორელოვკასა და ტამბოვკაში საფეხბურთო და საკალათბურთო მინი სტადიონების აშენება დასრულებულია.
ვინც არ უნდა წარადგინოს „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად, საქართველოს მოქალაქემ კატეგორიული უარი უნდა უთხრას მას“, განაცხადა პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არც საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და არც რომელიმე სხვა მოქალაქეს, არ შეუძლია თავი აარიდოს პროკურატურის მიერ დასმულ შეკითხვებს.
„ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მუდამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის შესაძლო დასახელება-არადასახელებაზე საუბრისას.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატ შესაძლოა არ დაასახელოს, კომენტარი გააკეთა. ხოშტარიას თქმით, ივანიშვილს ახალი თამაში აქვს მოგონებული და ამის მიუხედავად, ოპოზიციამ უნდა მოინდომოს და ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენობა მიიყვანოს საარჩევნო ყუთებთან.
დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი კიდევ არ აჟღერებს. ჟურნალისტებს უთხრა, რომ როცა გადაწყვეტილების გაჟღერებას გადაწყვეტს, მაშინ იტყვის.
ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება აქტიურ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოებრივი ხედვა, აზროვნება და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ხოლო მარტივ მამრავლებად დაშლილი ოპოზიცია არის შურისძიებაზე და პირად ინტერესებზე დაფუძნებული ისტერია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს, რომ ივანიშვილს დაავიწყდა იმის თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი, ხოლო ქუმსიშვილი მოადგილე. სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ქუმსიშვილმა კი არ უნდა ირბინოს დაკითხვებზე, არამედ ივანიშვილმა, რადგან სწორედ მის ჯიბეში წავიდა ის ფულები რაც ქუმსიშვილმა უხადა „ქართუს“ ბიუჯეტიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.