საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ინტერვიუ ნახონ, რადგან ივანიშვილმა პირველად თქვა სიმართლე, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იზრდება, თუმცა ეს ყოველივე, სხვა ბანკებს გადააბრალა, როცა ყველაფრის თავი „ქართუ“ ბანკი გახლავთ.
ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას არ გამორიცხავს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თუ კითხვები არსებობს“, ყველა ვალდებულია უპასუხოს ამ კითხვებს.
„ოპოზიცია ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფაზეა გადასული“, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პირველ არხის ეთერში, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ამჯერად სიქთარვის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა არგუმენტების გამო ჰქონდა მას აზრთა სხვადასხვაობა მთავრობის ყოფილ მეთაურთან, გიორგი კვირიკაშვილთან.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს.
საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობდა ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის „ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანება“.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 20, 21 და 23 ივლისს კახეთის რეგიონში 900 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
ივანიშვილის 6 წლიანმა ანტიეროვნულმა მმართველობამ, უფრო გააღარიბა ქართველობა და ეკონომიკურად ისე დააჩაჩანაკა, რომ „ღირსების აღდგენის“ ნაცვლად, პირიქით, რაც შემორჩენილი ჰქონდა ქართველ ხალხს, ისიც გათელა!
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში, მასშტაბური ხანძრის შედეგად, დატრიალებული ტრაგედიის გამო საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას, მხარდაჭერას და სამძიმარს უცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.