კრწანისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული 11 მოქალაქე, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაყვანილი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ამ ეტაპზე სასტუმროში იმყოფებიან, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტი გადაეცათ.

სრულად...

ათენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს, რომ დატოვონ სტიქიის ზონა  და გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები. დამატებით ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდნენ  ცხელ ხაზებს საბერძნეთში: 00306995779793, საქართველოში: (+995 32) 294 50 50.

სრულად...

28 ივლისს 16:00 საათზე დაბა მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით „თამარისი“, რომელიც ეძღვნება მონაზონ თამარის (ეთერ უროტაძე) ხსოვნას. გამოფენის ორგანიზატორები არიან იზოლდა მელიქიშვილი, დარიკო ჩიხლაძე და ლიანა ანიაშვილი.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დიოკნისი“ არსულებს. პროექტისთვის 20 483 ლარია გათვალისწინებული, რომლის სარემონტო სამუშაოებიც 15 სექტემბრამდე დასრულდება.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აღთაკლიასა და ყარათაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულებამ 383 680 ლარი შეადგინა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „არსაკიძე2000“ ასრულებს.

სრულად...

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი წყალტუბოში“-ს ფარგლებში მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალაქის ამჯერად მეორე ზონაში მოხდა.

სრულად...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასა  და თეა წულუკიანის 6 წლიანი მინისტრობის შეცდომებზე ისაუბრა. დოლიძის თქმით, მოსამართლეები იმ წნეხისგან უნდა გაეთავისუფლებინათ რაც მათ 2005-2006 წლებში ჰქონდათ, მაგრამ თავის ნებაზე არ უნდა მიეშვათ. დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს რაც სასამართლოში ხდება ამაში წვლილი წულუკიანსაც მიუძღვის, რადგან იუსტიციის მინისტრმა მათ სრული ბერკეტი მიანიჭა სისტემის სამართავად.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა. ბახტაძის თქმით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ მწვანე ეკონომიკაში გახდეს მოწინავე ქვეყანა, რადგან საქართველოს დიდი პლუსი სწორედ ბუნებაა. პერმიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა ბოლო წლებში იყო დანაშაული.

 

სრულად...

ცენტრალური ბიუჯეტიდან 270 მილიონი გამოიყოფა იმისათვის, რომ 2019 წლის ბოლომდე მთლიანად იყოს ჩანაცვლებული თბილისში დღეს არსებული ავტობუსების პარკი და ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ახალი ავტობუსებით, ამასთან ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი