საინფორმაციო ბრიფინგზე მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.

სრულად...

თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის.

სრულად...

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომხსენებელს, ანდრეს მამიკინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით რეფორმების მიმდინარეობა მიმოიხილეს.

სრულად...

„სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ, რომელიც მიმართულია, ვფიქრობ, მთლიანად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ელემენტარული პასუხი მაქვს - თუ ჩაიხედებით კანონმდებლობაში, ეს არ არის სამხედრო პოლიციის ქვემდებარე ფაქტი ანუ სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ნორიოში მომხდარ ინციდენტზე.

სრულად...

გვაქვს გეგმა, რომ დღეს დავასრულოთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ყუმისთავში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

სრულად...

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა. ნათელაშვილი პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნოს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, სხვა შემთხვევაში არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდება, რადგან სხვა თარიღით ნახევარი მილიონი ადამიანი არჩევნებზე ვერ მოვა.

სრულად...

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი დაცვის უფროსს ბრალს პარიზში, May Day-ზე პროტესტანტის ცემაში სდებენ.

სრულად...

„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე, წარმოების დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს. 

სრულად...

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დიდი უკმაყოფილებაა, იქ გაერთიანებულ ადამიანებს კი არა იდეოლოგიური მოსაზრებები, არამედ ძალაუფლებისკენ ლტოლვა და ბიძინა ივანიშვილი აერთიანებთ და როგორც კი ისინი ძალაუფლების ხელიდან გამოცლის საფრთხეს დაინახავენ, მაშინვე აჯანყდებიან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი