შეერთებული შტატების ფედერალური საგანგებო სააგენტოს მეთაურმა განაცხადა, რომ ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდას და მის მეზობელ შტატებს გაანადგურებს. ბროკ ლონგის თქმით, ფლორიდის გარკვეულ ნაწილს რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება და 100,000-ზე მეტ ადამიანს სჭირდება თავშესაფარი.
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს. მექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. მონაწილეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა.
მარტვილის მუნიციპალიტეტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე აუზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის ღირებულება 21 099 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული ი.მ ირაკლი გელენიძე ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების კეთილმოწყობა დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 22500 ლარი შეადგინა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში დასასვენებელი პარკის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. პროექტი, რომლიც ღირებულებაც 36 021 ლარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორსა და პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა.
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. საჭიროა დამატებითი სახსრების მოძიება, და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, აღნიშნული განცხადება ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მისი წარდგენისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.