"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" რღვევის შეჩერება მხოლოდ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
მედიაჰოლდინგმა "იმედმა" დაასრულა მოლაპარაკებები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენაზე, ხოლო ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით დაამტკიცა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0619 პუნქტით გამყარდა.
„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო კანონით უფრო მეტად დაცული", - აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 4-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებისას მოსწავლეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლების სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირდა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო მზად არის რუსეთს დახმარება გაუწიოს Ту-154-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ძებნაში თუ რუსული მხარისგან ასეთი თხოვნა იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.