პოლიტოლოგი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქვეყნის „კადრებთუხუცესი“ [ბიძინა ივანიშვილი] პრემიერ მინისტრის თაოსნობით მთავრობას დაითხოვს. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„იარე ფეხით“ მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ქალაქის ისტორიულ უბნებში გარე კაფეების მიერ უკანონოდ მოწყობილი კონსტრუქციების დემონტაჟის მოთხოვნის შესახებ, კერძოდ კი შარდენის და მისი მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე. ამის შესახებ Guardian.ge-ს ორგანიზაციიდან აცნობეს.
პოლონელი მძღოლი ლუკასზ ურბანი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ეჭვმიტანილი ჯიჰადისტი მკვლელი ანის ამრი მისი სატვირთო ავტომანქანით ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შეიჭრებოდა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულები დააკავა.
წმინდა სინოდმა 22 დეკემმბერს ზოგიერთ პირთა კანონიზაციის შესახებაც იმსჯელა და განაჩინა, რომ წმიდათა დასში შეირაცხოს საქართველოს მეფე ბაგრატ III, იმერეთის მეფე სოლომონ I, კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), მონოზონი ნინო (ამილახვარი 1784-1839), იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904), სქემ-იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი 1869-1939).
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის 4 წელი შეაჯამა. უწყების ცნობით, თეა წულუკიანმა ანგარიშის წარდგენისას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
წმინდა სინოდმა 22 დეკემმბერს „მასმედიის საშუალებებით საეკლესიო საკითხებზე არაერთი ცილისმწამებლური სტატიის“ და ასევე „სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული შეფასებების და ურთიერთბრალდებების“ შესახებაც იმსჯელა და ამასთან დაკავშირებით მიმართვა მიიღო, რომელშიც წერია, რომ იმ ძალებს, „რომლებიც ეკლესიის საზიანოდ შეგნებულად მოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობა საჯარო სივრცეში გაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს“.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "პარტიაში მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი სამარცხვინოდ იქცევა".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. პარტიის პოლიტიკური საბჭო 60 წევრისგან შედგება. სხდომის გასამართად მასზე მინიმუმ 30 წევრის დასწრება იყო საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.