ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"გუშინ პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც არის ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, დესისლავა ივანოვას შეხვდა.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული თ.გ. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ბრალდებით დააკავეს.
სირიის ოპოზიციის მებრძოლები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ალეპოდან, რომელიც მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონად რჩება მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალებმა და მისმა მოკავშირეებმა ქალაქის ტერიტორიის 90%-ზე მეტი საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის დაშენით დაიკავეს, ევაკუაციის ერთხელ უკვე ჩაშლილი შეთანხმება, მათი მხრიდან მხარდაჭერილია.
„Yahoo“-მ განაცხადა, რომ მისი 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ანგარიში შეიძლებოდა ყოფილიყო ჰაკერული თავდასხმის ობიექტი, 2013 წელს. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა, რაც მხოლოდ მეორედ მოხდა ათი წლის განმავლობაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალმა ლონდონში მას შემდეგ იმშობიარა, რაც ექიმებმა მისი ნაყოფიერება ადრეული ბავშვობის პერიოდში მისგან ამოცლილი გაყინული საკვერცხე ქსოვილის გამოყენებით აღადგინეს.
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს შეადგენს. მას102-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
„2017 წელს, თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, გორში და თელავში აშენდება,“ - აღნიშნულის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.