გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები რუსეთის ჰაკერების სამიზნე შეიძლება გახდეს, რომელთა განზრახვაც დეზინფორმაციის გავრცელება და დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა იქნება. აღნიშნულ საკითხზე ბრიტანული „გარდიანი“ წერს.

სრულად...

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური პირები, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აქვს აღებული, სესხის ლარში გადატანას 2017 წლის იანვრიდან, სავარაუდოდ 2 თვის განმავლობაში შეძლებენ.

სრულად...

მცირე ზომის სესხები, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით, - აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

სრულად...

შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ აღმოსავლეთ სირიაში განხორციელებული თავდასხმისას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი სირიის ათეულობით სამხედრო პირი მოკლა.

სრულად...

კახეთის რეგიონში მკვლელობა მოხდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად მყოფმა მამაკაცმა ორსული რძალი დაჭრა, ხოლო რძლის მამა კი მოკლა. 

სრულად...

პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. 

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინათ გაჩენილი ძლიერი ხანძრის და მის ეპიცენტრში აღმოჩენილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ფოტოსურათის, (ერთადერთი რამის, რაც ხანძარს გადაურჩა) გადარჩენის თაობაზე ინფორმაციას ცაგერის გამგებელი რევაზ ბენიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც თან ურთავს ილია მეორის ფოტომასალას, რომელიც განადგურებას გადაურჩა.

სრულად...

მე მინდა მოგილოცოთ - თქვენ ხართ ძალიან ახლოს ასოცირების განხორციელების პროცესში და მნიშვნელოვან საფეხურზე დგახართ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

სრულად...

2017 წლის ბიუჯეტზე საუბრისას პრემიერ მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ  პროექტი გულისხმობს რიგ ცვლილებებს შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისითაც, "რაც შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის იყოს მტკივნეული, თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, ერთ საერთო მიზანს ემსახურება - ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი