საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. ახალგაზრდები საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან.
კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" კოლუმბიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გიორგი დგებუაძემ, მეტსახელად „მასტერამ“ დღეს სასამართლოზე დაკითხვისას 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სროლებში უშუალოდ მას მონაწილეობა არ მიუღია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დონორთა უანგარო აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ შეუერთდა.
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის დანიშვნას, დადებითად აფასებს.
აშკარაა, რომ საქართველო დიდ პროგრესს აღწევს მიზნის მისაღწევად, - აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ გააკეთა, რომელიც ვაშლიჯვრის ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ., დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "იბერიას" დირექტორი დავით ჩ. და ორი მოქალაქე: ფატიმა ჭ. და ზურაბ გ. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.