საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლება გარანტირებული იქნება.
ჩვენი სამთავრობო პროგრამა, ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებით ძალიან კონკრეტულ, როგორც - მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან ნაბიჯებს მოიცავს. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს - ქვეყანას დააყენებს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ერთი ასეთი კი პრემიერის თქმით იქნება ერთჯერადი სოციალური აქცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოხდება "2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს.
ქობულეთში, გელაურის დასახლებაში საბავშვო ბაღის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0233 პუნქტით გაუფასურდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტს ძლიერმა ქარმა რამდენიმე დღის წინათ დიდი ზარალი მიაყენა. ქარმა დააზიანა გაზის მილები და ელექტროგადამცემი ხაზები, რომლის აღდგენაც ოპერატიულად მოხერხდა, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთება.
სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობა შეძლებს გაცემული დაპირებების შესრულებას.
ქობულეთში, ჭავჭავაძის უბანში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღეს ახლადრეაბილიტირებული სტადიონი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.