საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კახეთში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როდესაც რუსეთს რაღაც უხარია, მთავარია ეს არ ხდებოდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საქართველოს სახელმწიფოს ხარჯზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში ჩაერთვება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აკაკი ბობოხიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურას აღარ ხსნის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში, მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში, ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად სოფელ დაგვაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, „თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავად აწყობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა.
მასშტაბური საპროტესტო აქცია არგენტინის დედაქალაქში - ასი ათასობით ადამიანი, რომელთა უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ, ქუჩაში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ფრანგ კოლეგა ჟან ჟაკ ურვუას შეხვდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ანგარიშის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ პრეზენტაცია გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.