დღეს 2012 წლის კუდ–ის ხელმძღვანელობა დაბრუნდა ზესტაფონის სუს–ში, – განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"–ის გადაცემაში "არჩევანი" წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას.
დღეს პოლიტიკურ პარტიებს ოპონირებას უწევს არა "ქართული ოცნება", არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. სუს–ი, –აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ "რუსთავი 2"–ის გადაცემაში" არჩევანი" წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას გააკეთა.
პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა "ქართულმა ოცნებამ", როდესაც ყველაფრის საზომად გამოიყენა ძალიან ცუდი წლები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და "რესპუბლიკური პარტიის" ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"–ის გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში, სანამ ის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება, უნდა განთავსდეს შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები. უსუფაშვილმა ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, სადაც "რესპუბლიკური პარტია" თავის საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდაა მიწვეული.
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პირველი თვის შედეგები შეაჯამა.
ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე ხვალ, 14:00 საათზე, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.
საქართველოში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციას ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი მეელის კილი ხელმძღვანელობს.
თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დამოკიდებულ პირებთან ერთად 14 ბენეფიციარზეა გათვლილი და შშმ პირებისათვის სრულადაა ადაპტირებული.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშეს საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ როს ეთელი შეცვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.