ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, სადაც მისი პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე „რესპუბლიკელები“, ან „თავისუფალი დემოკრატები“, - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.
იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობა მემკვიდრეობად დატოვებს იმას, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემატებს სამ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ იურისტს, - გნაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" დააფუძნა. პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, LIBE–ს კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "საოცრად კარგი შედეგია".
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მხოლოდ ერთადერთმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ქვეყნის სწორად მართვა. მან ზვიად გამსახურდიას მმართველობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ "გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა".
საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ფარგლებში, ქართული დემოკრატიის გაძლიერების საკითხზე გამართულ დისკუსიაზე.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს მხარი დაუჭირა.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების პროცესი არის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავად მოსამართლის პიროვნულ ავტორიტეტს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ოთხი წელია ცდილობს გაარკვიოს თუ რატომ აგვიანებენ დეპუტატები კომიტეტების სხდომებზე და ვერ შეძლო ამის გარკვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.