საფრანგეთის ქალაქ მაიკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს.
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ალბანეთი ანგარიშით 86:47 დაამარცხა.
ბრაზილიის სენატმა ბიუჯეტის მანიპულაციის გამო პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტს ხმა მისცა. იმპიჩმენტს ხმა 61 სენატორმა მისცა, 20 კი წინააღმდეგ წავიდა, რამაც შეადგინა იმპიჩმენტისათვის საჭირო 2/3 -ზე მეტი.
როცა უწყებაში მოდის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს ჯარის დისკრედიტაციისთვის, ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ გავჩერდები, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გააკეთა.
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები შეჩერებულია. ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წვრთნები დროებით შეჩერდება და მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორიც გონიოში დაფიქსირდა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გზის ასფალტის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა. აღნიშნულ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული სასამართლოში პროცესზე დასწრების მიზნით იყო გადაყვანილი.
1-ლი სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ და 180 ლარის ნაცვლად, 216 ლარს მიიღებენ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვის.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (31 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.