საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოჭიდავემ, ევროპის ჩემპიონმა, ნუგზარ წურწუმიამ.
სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
ზუგდიდიდან მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც კორცხელში მოხდა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის,- ილჰამ ალიევი.
”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იწვევს.
კრასნოდარში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით 23 აგვისტოს დაჭრილი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, მინდია გულუა რეანიმაციული განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს ინფორმაცია Guardian.ge–ს გულუას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა, დაჭრილი ბიზნესმენის ოჯახის ერთ–ერთ წევრზე დაყრდნობით განუცხადა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია - სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. შესაბამისი განკარგულება, რომელსაც თამარ ჟვანია აწერს ხელს, ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აშშ-მ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააფრთხილა შესაძლო პროვოკაციების შესახებ, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.