საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება.
საავტომობილი გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი პრევენციის მიზნით ჩაიკეტა.
საქართველოში თურქეთის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთიც რუსეთის მსგავსად ოკუპანტია და დღესაც უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს აჭარის დაპყრობისთვის.
გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის ცნობით, მყვინთავებს, რომლებიც გონიოში სამხედრო წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერტიფიკატები აქვთ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, რომელიც კუპონიზაციასა და 1990-იანი წლების ფინანსურ კრიზისს შეეხებოდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებულ საქმეზე ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში.
თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო ღონისძიებებში თურქული მხარის მონაწილეობის საკითხზე, კომენტარს აკეთებს და აცხადებს: "გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული".
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაქცეული პატიმრის ოთარ ვარამაშვილის ფოტოს აქვეყნებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19 დარეკონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.