"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი როინიშვილი წარადგინეს. პარტიის სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 69-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში, ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედროს, იაგო შარაძის დედას, ელენე მაკრიდისს ტელეფონით ესაუბრა.
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ინტერვალის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, რითაც ხაზი ესმება ცივი ომის წინანდელ მტრებს შორის ურთიერთობებისა და კავშირების აღდგენას, თუმცა ბევრი საკითხი კვლავ გადაუწყვეტელი რჩება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
გონიოში გეგმიური წვრთნების დროს ზღვაში დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის მამა ვლადიმერ შარაძე პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის სამინისტროს სთხოვს, არ შეაჩერონ სამძებრო სამუშაოები.
„არ მეგონა „რესპუბლიკურ პარტიას“ ამდენი წევრი თუ ჰყავდა“,-აღნიშნულით დეპუტატი თამაზ მეჭიაური „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ უკვე ყოფილი 35 წევრის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაოები პროექტის „შერჩევითი ღონისძიებების განხორციელება თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმიდან“ ფარგლებში ჩატარდა.
„ლადო ბედუკაძე შეხვედრას მთხოვდა, ორი კვირაა ითხოვს და პარლამენტში მივიღე, როგორც მოქალაქე“,- განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ის ბედუკაძეს რამდენიმე წუთით შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.