„სადაც ხეების გახარება ვერ ხდება, ჩვენ ვახდენთ მის ჩანაცვლებას”, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის საკრებულოში, სადაც ის ეკოლოგიისა და გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე წარსდგა.
საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოში ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერს დავით ნარმანიას რეკომენდაციით მიმართა და მოითხოვა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ მისი იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გლდანში, N39 ბაგა–ბაღის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები გაიზარდა.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარსა და სამაროვანზე ძვ.წ. IV ს-ის შვიდი სამარხი, ხუთი სარიტუალო მოედანი, ამფორები, ანტიკური შავლაკიანი ჭურჭელი, დაკრძალვის რიტუალისათვის დამახასიათებელი ლეკიტოსები, მძივები, ბეჭდები, სამაჯურები და ოქროს ნახევრადმთვარისებრი საკიდები აღმოაჩინეს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს. მერის მიერ ანგარიშით გამოსვლას სხდომაზე მყოფი რამდენიმე პირის უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომლის თანახმად, სამართალდამცავთა მიერ შშმ განმცხადებლის სპეციფიკური საჭიროებების გაუთვალისწინებლობის შედეგად იგი დაექვემდებარა პირდაპირ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
"თქვენ შეიძლება გადადგომის უფლება არ გქონდეთ, თქვენი მერობით ყველაზე მეტად სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა ნახა”, - ასე მიმართა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ საკრებულოს რიგგარეშე ხდომაზე მისულ დედაქალაქის მერს.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (26 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშის წარსადგენად მივიდა. მერს საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.