ეჭვი არ მეპარება, რომ კორცხელში ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე იყო და არა ფულის ან შეყვარებულის გაყოფაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას.
მიმდინარე წლის ივლისიდან, საუდის არაბეთში ქართული კომპანია „საირმის“ მინერალური და წყაროს წლის რეალიზაცია დაიწყო.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ივნისში შემოწირულების სახით , პარტიებმა ჯამში 2 204 085 ლარი მიიღეს. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 028 420 ლარი ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” ერიცხება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაქ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი დღეიდან მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ალამბარი-ხალვაშების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ჩინეთის სასამართლომ პრეზიდენტის ყოფილ მთავარ მრჩეველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტის ჰუ ჯინტაოს ნდობით აღჭურვილი პირი დამნაშავედ ცნეს ქრთამების აღებაში, სახელმწიფო საიდუმლოებების არალეგალურად მიღებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამის შესახებ "დოიჩე ველე" ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.
რუსეთისა და ჩვენი "რესპუბლიკის" შესაბამისი სამსახურები ერთობლივად იცავენ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს. უახლოეს პერიოდში, საზღვრის ტექნიკური აღჭურვის მხრივ გაძლიერება დაიწყება, - აღნიშნული განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ვიზიტის დროს, გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.