საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დღეს, 17:00 საათზე, დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნება. დარიალის ხეობაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ადგილზე უწევს კოორდინაციას.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 225-ია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შაბათს, ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, კარრადაში სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელზეც მიმაგრებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. მე-2 ბომბი კი პირველი აფეთქებიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით, შიიტებით დასახლებულ რაიონში ამოქმედდა, რამაც კიდევ 5 ადამიანი იმსხვერპლა.
მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე იმერეთის, გურიის და სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდა.
ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ეხმაურება.
„საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუცია უკიდურესად პოლიტიზებულია, ეს არის ღია ანტირუსული დოკუმენტი“,-განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კოვალიოვმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტია“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე წლის ივნისში შემოსული ტურისტების სტატისტიკა წარმოადგინა და ნახევარის წლის ტურისტული მაჩვენებლები შეაჯამა.
„ჯარში სავალდებულო სამსახურში მყოფთა ბედი გარკვეულწილად უტოლდება მონობას“,-აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ - ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
დუშეთისთვის ისტორიული ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, ერთობლივად ხორციელდება ძველი უბნების აღდგენა. გარდა ამისა, დუშეთი აღმოსავლეთ ევროპის იმ 6 ქალაქს შორის დასახელდა, სადაც ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი, COMUS-ის პროგრამა ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.