ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუცია, სახელწოდებით "კონფლიქტი საქართველოში" დაამტკიცეს. რეზოლუციის პროექტის საქართველოს დელეგაციის მიერ იყო ინიცირებული და მისი წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის დელეგაცია წავიდა.
ქობულეთში ფესტივალი „არტ გენი“ გაიმართა. ფესტივალზე ქართული რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები და "შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ იყო წარმოდგენილი. ასევე გაიმართ დასავლეთ საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
კახეთში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში გვიან ღამით მოხდა.
თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ელგუჯა კ., 1959 წელს დაბადებული კარლო ნ. და 1987 წელს დაბადებული ვახტანგ კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ერაყის მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ბაღდადში უზარმაზარი აფეთქების შედეგად 125 ადამიანი მოკვდა და დაახლოებით 150 დაიჭრა.
თვითმკვლელი ტერორისტი, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაჰში შეერთებული შტატების საკონსულოსთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემდეგ, ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა იგეგმება. უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროპელი დეპუტატები სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სკანდალური საქმის ახალ დეტალებს, რუსთავის ქალთა ციხიდან თამარ ფხოველიშვილის მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე ასაჯაროვებს ტელეკომპანია "რუსთავი 2".
„ჩატაევი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა“,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.
კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს ხვალ ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.