ჩემი მოსაზრებით, გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა პრემიერის თანამდებობაზე მოკლე დროში, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაშინგტონში, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ "ფრიდომ ჰაუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებების მიმართულებით "მაკეინის ინსტიტუტის" დირექტორმა, დევიდ კრამერმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბოტანიკური ბაღის დირექტორს, თამაზ დარჩიძეს ”ხელის ბიჭი” უწოდა.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების, ნიკა მელიასა და ირაკლი აბესაძის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ "საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარის ჩანაცვლება მოხდა ახალი ტერიტორიით."
"გუშინ, ეს ოთხი ჰექტარი იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსზე, დღეს კი ბიძინა ივანიშვილის ბალანსზეა, მე პირადად ამ ამბავს შევაკვდები" - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 20:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავს, სადაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიისა და მისი მიმდებარე 29 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილის მიერ მითვისებას გააპროტესტებს, - განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ.
"თუ მკითხავთ მივცემდი თუ არა ხმას მიხეილ სააკაშვილს, გიპასუხებთ, რომ მე ხმას საკუთარ თავს მივცემ" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "france 24"-ის ეთერში გააკეთა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, შვიდგზის ზეთისცხებას ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეასრულებს.
"მიცუბიში მოტორსმა" აღიარა რომ 1991 წლიდან მოყოლებული მცდარ საწვავის ტესტებს იყენებდა. კომპანიის პრეზიდენტმა ტესურო აიკავამ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოვლინდეს.
"არის რაღაც საკითხები, რაზეც უნდა ვიყოთ ერთიანი, ერთ-ერთი ეს არის ვიზა-ლიბერალიზაცია" - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე წელში თავისუფალი მედია ისევ საფრთხის ქვეშ დადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.