საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობას დასამტკიცებლად ხვალ წარედგინება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.
დედის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, 150 ლარი ჩაერიცხებათ.
"მოკვლევა აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება" - შორენა ბუხრაშვილი.
"პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო", ამის სესახებ გიორგი კვირკაშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს და განაგრძობს, რომ თინა ხიდაშელის, როგორც თავდაცვის მინისტრის, ჩართვა მსგავს დაპირისპირებაში მიუღებელია.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილი მის მიერ გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში აცხადებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. guardian.ge პრემიერ-მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა ბრიუსელში "ძალიან მალე მოხდება."
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა. ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე 4 საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა გარაჟები და სარდაფები დატბორა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ლაურა ჯ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ ხ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.