ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში რამდენიმე, ახლო მანძილზე მიმავალი ჭურვი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჭურვების გაშვება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ყველაზე მკაცრი სანქციების ერთსულოვნად დაწესებიდან რამდენიმე საათში მოხდა.
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. გვენეტაძეს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვას პეტრიაშვილის ადვოკატი და ექიმი ესწრებიან.
„მერიდება და იმ ტონის შესაბამისად მაინც ქალი ჰქვია და არ მინდა ისე ვუპასუხო როგორც ღირსია მაგრამ ვეცდები რამენაირად კორექტული ვიყო" - აკაკი ბობოხიძე.
70-ზე მეტი ექიმი და აკადემიკოსი მოუწოდებს სკოლებს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში აკრძალონ რაგბის მატჩებზე შერკინება. ამის შესახებ BBC იუწყება. მინისტრებისადმი ღია წერილში ისინი აცხადებენ, რომ დაზიანებები, რომელიც "მძიმე დაჯახებებისას" წარმოიშობა, შესაძლოა ბავშვებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე მძიმე შედეგების გამომწვევი გახდეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი თავდაცვის უწყების დოქტრინებზე მომუშავე პირად შემადგენლობას შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროებზე ძლიერი, 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა თუ მსხვერპლის შესახებ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში ახლად აშენებული და გელაურში მშენებარე საბავშვო ბაღების შენობები დაათვალიერეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.
,,საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება და ამაში პროკურატურის ჩართვა, რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლებისთვის საამაყო"- განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.