აღმასკომის წევრებთან მოლაპარაკებების გზით მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს უნდა შეუწყდეს ხელშეკრულება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
ანკარის ინტერპოლის მიერ 18.12.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ს. ს. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ონტოპოში დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გართულდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ოკუპირებულ აფხაზეთთან დააკავშირებს.
არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება.
ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. დიდთოვლობასთან დაკავშირებით ბათუმის მერმა საგანგებო თათბირი გამართა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ამაშუკელი დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების შესასწავლად, გურიისა და აჭარის რეგიონებს ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.