ლანჩხუთში მატარებელმა შუახნის მამაკაცი გაიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ახალსოფელი-ნიგვზიანის ტერიტორიაზე ლიანდაგს კვეთდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე პოსტის დატოვებას არ აპირებს.
საარჩევნო სისტემა, რომელზეც შევჯერდით და შევიმუშავეთ, არის ჩამოყალიბებული და მართებული, - გია ვოლსკი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. სასწავლო პროცესი 10 საჯარო სკოლაში ჩაიშალა, ხოლო საბავშვო ბაღებში უამინდობის გამო სწავლა დროებით შეწყვეტილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს აქვეყნებს, რომლებიც მან წლების წინ გოჩა მაღალთაძის და უშიშროების გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეებზე მისცა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის აუცილებელი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.
"კეთილი უნდა ინებოს მთავრობამ და გვითხრას, რას აკეთებენ შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად, გვაჩვენონ, როგორ შემოიჭირეს ქამრები, როგორ შეიმცირეს პრემიებისა და დანამატების ოდენობა!" - მამუკა არეშიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს ბარდ ივარ სვენდსენს შეხვდა.
თბილისი აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ დამატებითი თოვლის და ნალექის შემთხვევაში, ყველა ძირითადი მომსახურება გავწიოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.