ფრანგი მასწავლებელი, პარიზში ჩრდილოეთის გარეუბანში მდებარე სკოლის საკლასო ოთახში თავდასხმის ობიექტი გახდა. მამაკაცი აცხადებდა, რომ ის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში იმყოფებოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მათივე განმარტებით, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროკურატურა მუშაობს. მთავარი პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო ორგანოების ცესკო-ში შესვლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიება ფინანსურ დარღვევას უკავშირდება.
"ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამას მტკიცება უნდა. შესაძლოა, ვინმე ვინმეს გულშემატკივრობდეს, მაგრამ თუ ამას ანგარებითი მოტივაცია ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია", – აღნიშნული განცხადება გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის საბჭოს სხდომის ერთ-ერთი თემაა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის დაკითხვას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამის შესახებ გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა დაიკითხოს ყველა, ვისაც "ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი".
"მთავარი, რასაც ხვალ ველოდებით, ეს არის აღიარება იმ საქმიანობისა, რომელიც ყველა უწყების მიერ ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად იქნება განსაზღვრული" - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა.
ინდოეთმა მისი სავალალო მდგომარეობაში მყოფი სარკინიგზო სისტემის ტრანსფორმირების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება იაპონიისგან ჩქაროსნული მატარებელი, ე.წ. Bullet train -ი შეისყიდოს. ამის შესახებ BBC წერს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.