საფრანგეთის უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალური ფრონტი ადგილობრივი არჩევნების მე-2 რაუნდში წარუმატებელი აღმოჩნდა და ვერც ერთ რეგიონში ვერ გავიდა პირველ ადგილზე. ასეთია საფრანგეთის მუნიციპალური არჩევენების მე-2 რაუნდის წინასწარი შედეგები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ცეცხლი გემების შეჯახების თავიდან ასაცილებლად გახსნეს. მათივე მტკიცებით, სეინერი რუსულ გემთან კავშირზე არ გამოდიოდა.
მზად ვართ, "აბრეშუმის გზის" ეკონომიკური სარტყლის ფარგლებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველოსთან თანამშრომლობა, შემოვიდეს მეტი ინვესტიცია და გავაძლიეროთ ურთიერთობები ჰუმანიტარულ სფეროებში, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ძიაო ჰუი სინიმ განაცხადა.
ვორონეჟის ოლქის ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში მომხდარი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანია დაღუპული. "ტასის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინათ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.
პაკისტანის ქალაქ პარაჩინარში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ქალაქის ბაზართან ახლოს მდებარე ავტობუსის გაჩარებასთან მოხდა.
დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი უნდა შევიდეს ეკლესიაში და უფალს მადლობა შესწიროს ამდენი წყალობისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
საქართველოს ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის საქართველოში შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.
"დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა", ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს განვითარების ისტორიაში", ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთიდან თბილისში პირველი მატარებლის შემოსვლისა და თურქეთამდე საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების ჩატანის საკითხი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.