უკრაინელმა მესაზღვრეებმა წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ "ინტერფაქს უკრაინა" სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
2016 წლის 1-ელი მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილების გარდა , ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პროკურატურას ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12 დეკემბერს ის საკუთარი ინიციატივით მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და გამოთქვა სურვილი, პროკურატურაში როგორც მოწმე მისულიყო და ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინა.
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად მთავრობამ 220 450 ლარი გამოყო. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თუკი ელისაშვილის მიზანი იყო, კორუფციული ფაქტი გამოეაშკარავებინა, მას ვინმეს კაბინეტში კი არ უნდა ეჭორავა, პროკურატურაში ოფიციალური განცხადება უნდა დაეწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს პირადი დაცვით სარგებლობა შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად ელისაშვილმა მიაწოდა.
საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში ისევ დაიბარეს. ელისაშვილს უწყებაში ამ წუთებში კითხავენ.
პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მანანა კობახიძე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პატიმართა შეწყალების საკითხზე პროკურატურაში იმყოფებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია EBRD-ისთვის შეძენილი ავტომანქანებით სარგებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.