საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაურის საიად ალ ბაჰადის საქართველოში ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" - ეს არის ბოროტების სახე და წამყვანი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე არიან, რომ ეს ორგანიზაცია განადგურდეს. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ეს განცხადება ანტალიაში, "დიდი ოცეულის" სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
სირიაში მყოფ ტერორისტებს 40 ქვეყანა აფინანსებს, მათ შორის "დიდი ოცეულის" წევრი რამდენიმე ქვეყანა. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურმა, შესაძლოა, ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანსს შეხვდა.
საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოში გამოხატული მხარდაჭერისათვის ქართველ ხალხს მადლობას უხდის. რენო სალენსის განცხადებით, მან სამძიმარი მიიღო ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან, რელიგიური ლიდერებისგან, და უბრალოდ ხალხისგან.
ინდოეთის სამხრეთ რაიონში, ტამილნანდუს შტატში გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 71-ს მიაღწია.
"ისლამური სახელმწიფო" ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის დაბომბვაში მონაწილე ყველა ქვეყანა "საფრანგეთის ბედს გაიზიარებს".
იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.