სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში დააკავეს.
გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ საჯარო დაწსებულებებში პრემიები სახელფასო დანამტებმა ჩაანაცვლა და პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით, 2014 წლის ზაფხულში მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო. ამის შესახებ თორდიამ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილა. ამის შესახებ BBC იუწყება. სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით გაიმართა.
ახალი ზელანდიის რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, უდიდესი რაგბისტი ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზესტაფონს პოლონეთის დელეგაცია, კერძოდ პოლონეთის ქალაქ ტჩევის მერი ტადეუშ ძვონკოვსკი, ვიცე მერი ვიტოლდ სოსნოვსკი, ტჩევის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობენ.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიუსელში მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან დადებითი სიგნალები მიიღეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ამინდის გაუმჯობესებისთანავე ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაობის შედეგად, გუდაური–კობის მონაკვეთზე, დღის მეორე ნახევარში საავტომობილო მოძრაობის აღდგენა მოხერხდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე (ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია), გზის მიმდებარე ფერდიდან დიდი რაოდენობით მიწა-კლდისა და ლოდების მასა ჩამოწვა, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა დაიკეტა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციისა და საშინაო საკითხებში დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.