ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სრულად...

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4491 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4414 ლარს შეადგენდა.

სრულად...

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა და ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი, - ამის შესახებ საელჩოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე აირჩიეს. პარლამენტში საბჭოს წევრების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინათ დასრულდა. შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს.

სრულად...

გიგი უგულავას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მან განაჩენი „თბილსერვისის“ და რიყის გახვისების საქმეზე უნდა გამოიტანოს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს საათებში გამოცხადდება.

სრულად...

პროკურორების მთავარი მიზანია, ივანიშვილს პატაკი ჩემი დაკავების შესახებ მზის ჩასვლამდე ჩააბარონ, რადგან მერე ის იძინებს, - ამის შესახებ  გიგი უგულავამ სასამართლოს სხდომის საათნახევრით გადადების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვის თქმას პროცესის განახლების შემდეგ არ აპირებს.

სრულად...

საფეხბურთო კლუბ "გურიას" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი  გამოეხმაურა.

სრულად...

"სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური წლის დაწყება გვიწევს არა სერიოზული პოლიტიკური განხილვებით, არამედ იმ მასკარადზე საუბრით, რომლის მოწმენიც "ქართული ოცნების" წყალობით გავხდით. ეს მასკარადი კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობას, - ეს განცხადება  "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო დაკომპლექტებულია და უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა საბჭოს კანდიდატურების არჩევნების შემდეგ გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი