პირველად საქართველოს ისტორიაში ძალაში შევა ცვლილება, რომლის მიხედვით 65 წელს მიღწეული პირები, საპენსიო ასაკის გამო აღარ განთავისუფლდებიან სამსახურიდან, ხოლო დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად ანაზღაურებაც გაიზრდება - 600 ლარიდან 1000 ლარამდე (ზედა ზღვარი).
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით "იყო საკვანძო და ისტორიული გადაწყვეტილება", - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს. მიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობას.
ძევრის საჯარო სკოლის გუნდსა და ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ქვეითთა გუნდს შორის ბეისბოლის მატჩი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე დაესწრო.
გიგი უგუგალავ მიიჩნევს, რომ განაჩენის დღეს გამოტანა სამართლებრივად შეუძლებელია. ამის შესახებ გიგი უგლავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეს არ ააჩქერებენ, დღეს სასამართლო პროცესი ტექნიკურად ვერ დამთავრდება.
გიგი უგულავას გათავისუფლებას და პოლიტიკური ბრძოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
ხელისუფლება უმძიმესი სტარტით იწყებს წინასაარჩევნო წელს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის - თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას.
პოლიტიკურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს რაუნდი მოიგო, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას.
საფეხბურთო კლუბი "გურია" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი საფეხბურთო კლუბ „გურიასა“ და მის პრეზიდენტს, ზაზა ურუშაძეს პირადი და პოლიტიკური შურისძიების მიზნით ესხმის თავს.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ დედაქალაქის ყოფილის მერის, გიგი უგულავას რამდენიმე საათიანი ზეიმი რამდენიმე საათიან ზეიმად დარჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.