ამერიკული ტელეკომპანია CNN- ის ცნობით, აშშ-ს ეროვნული ვალუტა ბოლო 12 თვის განმავლობაში შთამბეჭდავი გამყარების გზას ადგას. მსოფლიოს წამყვანი ვალუტები, ევრო, იაპონური იენი და რუსული რუბლი საგრძნობლად არიან დაცემული დოლართან მიმართებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

სრულად...

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს.

სრულად...

საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დღეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა.

სრულად...

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან პეტრე პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას საქართველო - უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

სრულად...

საქართველოს საპარტნიორო ფონდი და კორეული კომპანია „K Water“-ი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას იწყებენ– ჰიდროელექტროსადგურს საფუძველი დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა.

სრულად...

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4310 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4170 ლარს შეადგენდა.

სრულად...

გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან და დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მორიგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

დავით საყვარელიძე ოდესის ოლქის პროკურორი გახდა. როგორც unian.net-ი წერს, ოლქის პროკურატურის თანამშრომლებს ახალი უფროსი დღეს წარუდგინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ახალ თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს არ დატოვებს.

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მერაბ ტურავას გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია. როგორც მოსამართლე აცხადებს, დღეს საავადმყოფოში გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა მას შესთავაზეს განაჩენზე ხელის მოწერა, რაზეც მან უარი თქვა. ტურავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ყველანაირი წესი დაარღვია.

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და  ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ ერთობლივი ინიციატივით, თხოვნით მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციას „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რათა მათ ხარაგაულში  განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ეტლები გადმოეცათ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი