გურია არის, იყო და ყოველთვის იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთელებს „ალეგრობა“ მიულოცა.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე „გეოპლანტის“ ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დაფინანსების, დაკრედიტების და ხელშეწყობის ფარგლებში, დარგში 1 მილიარდ 800 მილიონამდე ლარი იქნა მობილიზებული. ამის შესახებ ოთარ დანელიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე, კოალიციის დაშლის შესაძლებლობასა და რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლის შესახებ კომენტარები გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.4170 ლარი გახდა.
დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომ თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვა არ უპასუხა.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი, საქართველოში გამომგზავრებამდე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ თბილისს პირველად 1976 წელს სტუდენტობის პერიოდში ესტუმრა. მისი თქმით, შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისში საცობების თემაზე და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
სკანდალურად ცნობილ ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ სასამართლო ემუქრება, თურქეთის სანაპიროსთან სამი წლის სირიელ ბიჭზე აილან კურდიზე კარიკატურების გამო. ჟურნალში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე აილანია გამოსახული, რომელიც სილაში წევს, ხოლო მასზე წარწერაა: „ასე ახლოს მიზანთან“. ასევე კაფეს რეკლამაა წარწერით: „ბავშვის ორი მენიუ ერთის ფასად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.