ფოთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლისა და თბომავლის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 უკვე სტაციონარშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სრულად...

თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის სამი გამარჯვებული კომპანია დაასახელა.

სრულად...

დასავლეთს რუსეთსა და სირიაში მთავრობის შეცვლა სურს. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ასადის თქმით, დასავლეთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა იმისთვის, რომ ამ ორ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალოს.

სრულად...

რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმის სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

სრულად...

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ პეტიცია გამოჩნდა. პეტიციის ავტორი წერს, რომ სააკაშვილმა სამთვიანი გუბერნატორობის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთი პირობის შესრულება, რის გამოც ის უნდა გადადგეს.

სრულად...

ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 70-ე სესია გაიხსნა. გენერალური კომიტეტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება, გენერალური დებატები კი 28 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება.

სრულად...

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) პირველი სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე ჰუმაიუნ კ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემას სოციალური ქსელით ეხმაურება. იგი ამბობს, რომ "მთავრობის ყველა განცხადება ლ ა რ ი ს კურსის სტაბილიზაციის შესახებ ბლეფი აღმოჩნდა".

სრულად...

გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო.

სრულად...

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი  ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.54 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები სწრაფად იცვლება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი