მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას, - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ილირ მეტამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეულის ქართველმა სამხედროებმა მოტორიზებული პატრული განახორციელეს. ქართულმა ქვედანაყოფმა პატრულირება ბალხის პროვინციაში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში და მის მიმდებარე სოფლებში ჩაატარეს.
"მოსახლეობას ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეშმაკურად აგუებენ. 2-3 კვირაში ერთხელ ლარი ნახტომისებურად უფასურდება, შემდეგ ცოტათი გამყარდება და რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცვა-ხოხვით ისევ წინასწარ შერჩეულ ნიშნულამდე ადის".
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბე-ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
საქართველო ძალიან რთულ გარემოშია, მაგრამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორი მონდომებულები არიან ქართველები საკუთარი მომავლისა და წარმატებისთვის, - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი, კონგრესმენი პიტერ როსკამი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება #11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვან მსჯავრდებულებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან ერთად მიულოცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს მიმართავს, რომ 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
"გერმანიისთვის ნატო-ში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად ორად იყო გაყოფილი", - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ლიტვის თავდაცვის მინისტრის იუზას ოლეკასის მთავარი გზავნილი იყო, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე.
მწერალი, მოძრაობა "ახალი რეალობისათვის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი Facebook -ზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს თუ რატომ გაემიჯნა "ქართულ ოცნებას". როგორც ის ამბობს, ამის მიზეზი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.