გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით წამოსული სპეკულაციები აბსოლუტურად გაუგებარია და შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CNN-ის ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ავრცელებს. მასალაში აღწერილია 9 მიზეზი თუ რატომ უნდა ნახო საქართველო, თბილისი, მცხეთა, ყაზბეგი, უშგული, უფლისციხე, ვარძია, ქართული სამზარეულო, ღვინო და კულტურა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ამერიკულ ლობისტურ კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman LLP-ს შორის კონტრაქტი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი ლევან ალაფიშვილი ავრცელებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ერთობლივი ბრძანებით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები განისაზღვრა.
დღეს ოდესის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საპატრულო პოლიციის წვრთნა გაიმართა. ღონისძიებას ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთში განუცხადა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ავსტრიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშე კარლჰაინც გორტანოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელში ვიზიტად იმყოფება. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი იერუსალიმის მერსა და ებრაელ ინვესტორებს შეხვდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთი მასშტაბური წვრთნებით მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს.
გიორგი ანწუხელიძის ქმედება, ნაბიჯი, საქართველოსთვის, ყველა ქართველისთვის არის სამაგალითო, ასეთი გმირი გვყავს ძალიან ბევრი, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავთან განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.