დონალდ ტუსკის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
თურქეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სურუჯში სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად სულ მცირე 27-მდე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, დაიღუპნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ჩამოვიდა. ტუსკი თბილისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ორდღიან ვიზიტად ესტუმრა.
ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ წარმომადგენლებმა ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გამართეს, სადაც იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლის მოგვარებაც ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში უმოკლეს ვადებში იგეგმება.
27 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში, მსურველებს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურის დასახელებას მიესალმება.
100 მილიონი ტონის მასის ასტეროიდი 2011 UW 158, რომელიც პლატინისგან შედგება და რომლის ღირებულება ყველაზე მცირე გათვლებითაც კი 5,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, დედამიწას მიუახლოვდა. ბრიტანული „ინდეფენდენთის“ ცნობით, დედამიწას ის 19 ივლისს გრინვიჩის დროით საღამოს მიუახლოვდა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თბილისი 2015“-ის ფესტივალის დასრულების შემდეგ, ოლიმპიური სოფელში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენებული ოლიმპიური სოფელის გახსნისას განაცხადა.
ლიტვის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი თბილისს 22 ივლისს ეწვევა. ლიტვის საელჩოს ინფორმაციით , ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ელჩად დანიშვნის მიზნით, ლიტველ დიპლომატს რწმუნებათა სიგელები 2015 წლის 19 ივნისს გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.