პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოსადმი ნდობა ისევ ჩნდება და კანონის წინაშე აბსოლუტურად ყველა თანაბარი იქნება - ამის შესახებ მან კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის" გახსნისას განაცხადა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ისრაელსა და პალესტინას შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს.
ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენებასთან დაკავშირებით ხვალ (11 ივლისი, 2014) თბილისის ერთ ნაწილში სატრანსპორტო მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ტავ ჯორჯიასთან" დასადები განახლებული ხელშეკრულება თურქულ კომპანიას ახალ ვალდებულებებს გაუჩენს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის ექსპერტთა დასკვნამ აჩვენა, რომ "ტავ ჯორჯიას" მიმართ ბევრი პრეტენზია აბსოლუტურად სწორი იყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირადად ეწვია საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში. სახელმწიფოს მეთაურმა, აზერბაიჯანელი ხალხისა და მთავრობის სახელით, სამძიმარი გამოუცხადა ქართულ მხარეს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.
არჩევნების მეორე ტურით ჩვენ დავასრულებთ საბოტაჟის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პრეზენტაციის შემდეგ თემის კომენტირებისას განუცხადა.
არჩევნების მე-2 ტურში ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის მიზნით ზოგიერთი ბიზნეს-კომპანია მომხმარებელს, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამას მარკირების წარმოდგენით დაადასტურებს, 12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, ფასდაკლებას სთავაზობს.
შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამატებით 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება. საფინანსო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს.
პოლონეთი საქართველოს ნატოს სამიტზე აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდება, ამიშ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და პოლონეთის სენატის მარშალ, ბოგდან ბორუსევიჩის შეხვდრისას იყო საუბარი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში მაღალი რანგის პოლიტიკოსები ჩამოვლენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.