საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველ ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გერმანელ კოლეგასთან – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაიზირესთან გამართა.
კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება აუცილებლად გადაიხედება და პასუხი მას სერიოზულად მოეთხოვება.
"ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სტატიას ედუარდ შევარდნაძეზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე, დღეს შექმნილი ვითარება განმუხტულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულებულია.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას მის ოჯახს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მიზანშეწონილად, სასურველად მიაჩნიათ ნატო-ს სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მთავრობამ პრემიერთან ერთად იმსჯელა.
"ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ნიჭიერების მჯერა და მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფო ერთ დღეს ძალიან გამართული იქნება" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებთან შეხვედრისას.
ვაშინგტონი მკაცრად გმობს ისრაელზე სარაკეტო შეტევების გაგრძელებას და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას ღაზას სექტორში და პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ყველა იმ შესაძლებელი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს, რაც "ჰამასის" "ბოევიკების" მიერ ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო შეტევებს შეაჩერებს.
პალესტინელმა რადიკალებმა თელ-ავივის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელის პოლიციაში განაცხადეს. "ევრონიუსის" ინფორმაციით კი ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაშეტევის შედეგად სულ მცირე 27 პალესტინელი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.