საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ხარჯებს და ყველა საორგანიზაციო საკითხს საკუთარ თავზე მთლიანად სახელმწიფო აიღებს - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე განთავსდა.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო, მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. სააკაშვილის სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში, მის გვერდზე გამოქვეყნდა.
ედუარდ შევარდნაძე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს მიუსამძიმრა.
საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" აქვეყნებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს (7 ივლისი, 2014), შუადღის12 საათზე გარდაიცვალა.
სრულიად საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, სასამართლო და სამართალი იმისთვის არსებობს, რომ მოვუსმინოთ და თუ კანონმორჩილები ვართ, მისი ნება აღვასრულოთ.
თბილისის ყოფილი მერის, გ.უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ "ნაცმოძრაობის" და მათ მომხრეთა "ნარჩენების" მიერ ატეხილ "გნიასს და კრიახს", საქართველოს ხელისუფლებამ კანონის უზენაესობა და უმკაცრესი დაცვა უნდა დაუპირისპიროს, ვინც არ უნდა იყოს კანონდამრღვევი, - დეპუტატი თუ ყოფილი პრეზიდენტი!
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 100-100 ლარის გადახდა დააკისრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება მართლმსაჯულების ზეიმია.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პატიმრობაში დარჩება. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის თეთრაძის საქმეზე პატიმრობის შეფარდების შესახებ - დააკმაყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.