საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკელებს აქვთ ინტერესი, ჩამოვიდნენ და დაესწრონ ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიას. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გარკვევა, თუ ვინ იქნება ეს დელეგაციები.
ბერლინში, დიდი სკანდალი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გერმანიის სპეცსამსახურის თანამშრომელი იმხილება აშშ-ს სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ კანცლერმა მერკელმა გაგულისებულმა განაცხადა, რომ იგი გადახედავს აშშ-სთან მომავალი "თანამშრომლობის მიზანშეწონილობას".
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. მთავრობის წევრებმა კრწანისში ედუარდ შევარდნაძის საცხოვერებელი სახლი ცოტა ხნის წინათ დატოვეს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დამნაშავეა, ის ციხეში ჩაჯდება.
სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატებს საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. საუბარია საქალაქო სასამართლოს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ადვოკატები ასაჩივრებდნენ.
საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა. სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა რევაზ გაჩეჩილაძე.
ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ახალი სატელევიზიო სეზონიდან, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრემიერის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.