ივნისის თვეში, ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს ატარებს და სეპარატისტების გარკვეულ ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, რომ რეფერენდუმიც გამართონ შემდეგ საკითხზე - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "შეერთება" ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიასთან, - ანუ, "ნებაყოფლობით" შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში!

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის შპს "მანი"-ს ხელმძღვანელ პირებს, შალვა კილაძეს, რომელიც გიგი უგულავას სიმამრია, და გიორგი მჭედლიშვილს ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე 10 აპრილს განვითარებული მოვლენებისას კანონდარღვევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

სრულად...

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უპასუხისმგებლო და ზედაპირული უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, დაგლას ფრანცის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ნამდვილად დიდებული ათწლეული გაიარა 2003 წლის შემდეგ,

სრულად...

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ მას ბრალი 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და მისადმი პროკურატურით დაინტერესება ანაკლიაში მშენებლობებს უკავშირდება

სრულად...

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრს როლანდ ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

სრულად...

თბილისის 53-ე სკოლაში შექმნილი კრიზისი გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს, თუმცა აცხადებს, რომ სამინისტრო მოლაპარაკებებს 53-ე სკოლის პედაგოგებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართავს, თუკი ისინი თავიანთი მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ.

სრულად...

"თავისუფალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის, სახელწოდებით, "არასაპარლამენტო ოპოზიცია," შექმნას აპირებენ და თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავას ასახელებენ.

სრულად...

პარტია ,,თეთრების"" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და ამბობს, რომ სატელეფონო საუბრებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან ერთად "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც კი უცხადებენ თანადგომას. 

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მინისტრის რანგში გამართულ ბოლო ბრიფინგზე მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით, უწყებამ 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეასრულა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი