საქართველოში, 2015 წელს, ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან 276 მილიონი აშშ დოლარით იკლო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან 18 მილიონით გაიზარდა.
ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომელშიც შიდა და გარე შოკი უკვე დიდი ხანია ასახულია და აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში არსებული სავალუტო კრიზისის გავლენა საქართველოზეხელშესახები არ იქნება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0096 პუნქტით გაუფასურდა.
ქსნის მინის ტარის ქარხანაში ჩამოსულია მსხვილი იტალიური კონცერნის „Societa di Santa Aerallba“-ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქართულ საწარმოში ხარისხის კონტროლის და წარმოების პროცესის ჰარმონიზაციის მონიტორინგს აწარმოებენ.
"არანაირი საუბარი ან მცდელობა, აზერბაიჯანული გაზი ან აზერბაიჯანული მხარე ჩანაცვლდეს რუსულით, არ ხდება და ამ მხრივ საზოგადოების გარკვეულ წრეში არსებული შიშები ყოვლად უსაფუძვლო და გადაჭარბებულია".
2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული იყო 280 მლნ. ლარის მობილიზება, ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა კი 285,311,504 ლარს შეადგენს.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გაუფასურდა.
ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზრებაიჯანული კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აზრებაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. იგი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობა დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, მნიშვნელოვანია.
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ "გაზპრომს" სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.