გარეშე ფაქტორები ჩვენს გეგმებს არ ცვლის, - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების ფონზე რუსეთში ციტრუსების ზრდის ტენდენცია.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მსოფლიო ბანკის მხრიდან მისიას ენერგეტიკისა და წიაღისეულის მოპოვების Global Practice-ს მენეჯერი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რანჯიტ ლამეში ხელმძღვანელობს.
"დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა", ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს განვითარების ისტორიაში", ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთიდან თბილისში პირველი მატარებლის შემოსვლისა და თურქეთამდე საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების ჩატანის საკითხი
ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი აზერბაიჯანის გავლით დღეს თბილისში შემოვიდა. თბილისიდან მატარებელი ფოთის პორტში შევა, საიდანაც ტვირთს გემზე გადაიტანენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია ,,ჯეოსთილის“ თავმჯდომარეს ჰარდიფ სინგჰს და აზიის პალატების კონფედერაციის პრეზიდენტს ჯემალ ინაიშვილს შეხვდა.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო პროგრამის–„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს დაფინანსების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
2013-14 წლებისგან განსხვავებით, წელს როგორც არასდროს, ბიუჯეტის ხარჯვა იყო თანაბარი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია, რომელიც ზღვისპირა პარკის სამომავლო პერსპექტივებს გულისხმობს.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.