"საქართველოს საშუალება აქვს ბუნებრივი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები," ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
20, 50 და 100 ლარის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში თებერვლიდან გამოვა. ეროვნული ბანკის ცნობით, განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება. მოგვიანებით დაგეგმილია 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების განახლებაც.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0101 პუნქტით გაუფასურდა.
2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით, - ამის შესახებ ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, 2015 წლის 30 დეკემბერს, გადაცემა 2030-ში, ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონსა და ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0088 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე ირანთან კონკრეტული შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან. სამინიტროს ცნობით, "ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს".
"ჩვენ მშპ-ის წინასწარი ზრდის მიხედვით, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს" - აღნიშნული განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) შესრულებულია 100%-ით და შეადგენს 9 745,1 მილიონ ლარს (გადაჭარბება 0,1 მილიონი ლარი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.