ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3992 ლარად იქნება შესაძლებელი.

სრულად...

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 44%-ით არის შემცირებული, თუმცა ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3999 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3916 ლარს შეადგენდა.

სრულად...

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები სწრაფი ტემპით მცირდება. სექტემბრის თვეში შემცირების რაოდენობა 3.7% (271.2 მილიონი დოლარი) იყო, რომლის შედეგადაც ამჟამად ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგი 7 მილიარდ 44 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ბოლო ოთხი წლის მინიმუმს წარმოადგენს.

სრულად...

"ჩვენ გავამკაცრეთ და ვაპირებთ კიდევ უფრო გავამკაცროთ ღვინის ხარისხის კონტროლი. ეს არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს ღვინის ფალსიფიცირება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განაცხადა, სადაც ქართული ღვინის დღის ფარგლებში ქართული ღვინის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.

სრულად...

ლარს საშუალოვადიან პერსპექტივაში აშკარად აქვს გამყარების ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, გაცვლით კურსს არანაირი ზეგავლენა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებზე არ აქვს.

სრულად...

მიმდინარე წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%). ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მლრდ აშშ დოლარი (31.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 90.9 პროცენტია.

სრულად...

სტატისტიკიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,3 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.

სრულად...

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განაგრძობს ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს. 29 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გასვლითი შეხვედრა სს "ქართული ლუდის კომპანიაში" გამართა, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი